No time to translate this - first hand account of what goes on in Georgian Prison System, please distribute to your Georgian Media Contacts and HR Organizations, Missions, etc. This can be rewritten - provided the author approves; it is being posted on various blogs within the hour.
Saakashvili's fate, Sadistic wolves guarding the sheep
Just one from among many horror stories: Georgian Penitentiary System
“Sadistic wolves guarding the sheep” – does it continue?
ამა წლის 7 ივლისს ჩემი პარტნიორი და მეგობარი გიორგი ქებურია დასპატიმრეს (იმყოფება წინასაგამოძიებო დაკავებაში) რადგაინ წარსულში ჰქონდა პრობლემები თავის ბიზნესში. იგი იყო ჩემი ყოფილი პარტნიორი, იმყოფებოდა ნომერ 7 გლდანის საპყრობილეში და მე არ მომცეს უფლება მასთან შეხვედრისა. აგრეთვე იურისტებმაც ვერ შეძლეს გაერკვიათ მისი დაპატიმრების მიზეზი. სასამართლო პროცესი ჯერ არ შემდგარა. გასაკვირია ის რომ მისი ოჯახის წევერბი და ადვოკატიც მის შესახებ ვერ საუბრობენ შისის გამო. და ჩვენთვის გაურკვეველია მისი დაჭერის რეალური მიზეზი. საკვირველია ის ფაქტი რომ მისი ოჯახის წევრები, მისი ადვოკატი არაფერს ამბობენ შიშის და გამო. ნიდერლანდების სამოფოს ელჩიც კი რომელც მას შეხვდა სანამ დაიჭერდნენ არაფერს ამბობს რადგან ეს ისტორია იმდენად არის „შეთიტხნილი“ რომ მას ეშინია რომ ჩაერიოს ამ საქმეში. გიორგი ითხოვდა ბიბლიას და მისმა ადვოკატმა უუფლებოობის გამო ვერ გადასცა მას ბიბლია.
ამა წლის 4 ოკტომბერს 5 30 საათზე მე შევედი საპყრობილეს შენობაში და წარვადგინე ჩემი პასპორტი ვთქვი რომ მე ვარ იეჰოვას მოწმე, ვთხოვე რომ უფლება მოეცათ შევსულიყავი ჩემს პარტნიორ გიორი ქებურიასთან. მე შემიშვეს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე და შემახვედრეს გიორგის. ეს შეხვედრა რა თქმა უნდა იყო ძალიან ემოციური, რადგან მან ძალიან დაიკლო წონაში. და მიამბო ყველაფერი რაც მას გადახდა იმ წუთიდან რაც ის ციხეში მოხვდა. მე არც კი შემეძლო წარმომედგინა რომ საქართველოს საზოგადოებაში შესაძლებელი იყო რომ ადამიანები მოქმედებდბენენ როგორც ცხოველთა ჯოგი, რადგან რაც მე გავიგე ეს იყო ის რომ როგორც კი ადამიანი პოლიციის ხელში ჩავარდება ისინი მათზე ძალადობენ აწამებენ და ყოველგვარ სიბინძურეს სჩადიან. მე მოვინახულე გიორგი N 2 ოთახში, რომელიც კარგად იყო აღჭურვილი კამერებითა და მოსასმენი საშუალებებით . მთლიანობაში მე გიორგის ვესაუბრე 45 წუთის განმავლობაში და ვნახე რომ მისი რწმენის ძალა ჩემთვის იყო იმდენად შთამბეჭდავი, რომ გავოცდი რომ ის არ გატეხილა 3 თვის წამების შემდეგაც კი, რომ ის არა მარტო თავის თავზე არ წუხდა არამედ ის წუხდა ჩემზე, მე ტირილი მინდოდა მაგრამ ეს არ შემეძლო ციხის შიგნით და როდესაც გამოვედი ტირილი დავიწყე. ეს პიროვნება როგორც კი მოხვდა ციხეში ლოცულობდა პირველი დღიდანვე და იყენებდა ადგილობრივ ბიბლიას რომელსაც არავინ კითხულობდა ამ ციხეში, და მან უჩვენა პოლიციელებს ვინ ვინ არის.
დღეს მე ვცადე რომ შევსულიყავი ამ ციხეში ჩემს რამოდენიმე მეგობართან ერთად, ერთერთი მათგანი არის ამერიკის მოქალაქე რომელიც არის ჯურნალისტი, ადამიანის უფლებათ დამცველი; და რადგან გუშინ მე მას დავპირდი რომ დღეს მას ვინახულებდი და დავეხმარებოდი რომ გამოსულიყო ერთ ერთ ყველაზე ბინძურ ადგილიდან რომელიც კი საქართველოში არსებობს. დღეს ციხის თანამშრობლებმა მე და ჩემს მეგობრებს არ დაგვრთეს ნება რათა გიორგი გვენახულა. ისინი გვატყუებდნენ ჩვენ და ყოველგვარ მიზეზს იგონებდნენ რათა არ შევეშვით მის სანახავათ. ხან ერთ მიზეზს იგონებდნენ და ხან მეორეს. თავიდან გვითხრეს რომ ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები არ არიან უფლებამოსილი რომ შევიდნენ პატიმრის მოსანახულებლად (აგვიხსნეს რომ კანონმდებლობის მიხედვით მხოლოდ ნათესავებს შეუძლიათ ის ინახულონ და ეს კანონმდებლობა მხოლოდ წებ გვერდზე შეგვიძლია ვიხილოთ, ეს კი ადმიანის უფლებების დარღვევაა. როდესაც ჩემმა მეგობარმა ითხოვა ის შეეშვათ როგორც ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების დამცველი, მას უარი უთხრეს და ცილი დასწამეს როგორც პროვოკაციის ჩამდენს. ჩვენ დაგვცინეს, დარეკეს ადამიანის უფლებათა ცენტრში რომ შეემოწმებინათ ნამდვილად იყო იგი გამოგზავნილი ვინმეს მიერ ამ ცენტრიდან თუ არა. ამოწმებდნენ კავშირებს. აქედან ნათლად ჩანს რომ შსს და ადამიანის უფლებათა ცენტრები ერთმანეთთან კავშირშია. ისინი კონტროლს უწევენ ყველა ადამიანის უფლებების ორგანიზაციებსაც და თავიანთი დამსმენები ჰყავთ ამ ორგანიზაციებში ). ამის შემდეგ მერე კი გვითხრეს რომ უკვე ძალიან გვიანი იყო რომ შევსულიყავით (18:00 საათი). მაგრამ გუშინ მე ციხეში შევედი 16 საათსა და 45 წუთზე და ეს აშკარა ტყულილი იყო ციხის ადმისინსტრაციის მხრიდან . მათ უკვე ახალი დაბრკოლება შეგვიქმნეს, გვოთხრეს რომ გუშინ დაუშვეს გამონაკლისი და ახლა კი კანონის მიხედვით უნდა იმოქმედონ და ამიტომ ჩვენ უნდა ვითხოვოთ ნებართვა ციხეების დეპარტამენტიდან რომელიც გორგასლის 83 ში მდებარეობს. რამაც ჩვენ ძალიან დაგვაფიქრა, პირველად რატომ შემიშვეს, იქნებ იმიტომ რომ მე ხელში ბიბლია მქონდა და იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურა.
მე დავწერ ჩემს შთაბეჭდილებას, იმას რაც მე ვნახე პირადად ამ დღეებში იმას რაც გადახდა ჩემს პარტნიორ გიორგი ქებულიას. ერთადერთი რამაც მე გამაოცა ამ ციხეში არ იყო თანამედროვე ულამაზესი შენობა, რომელიც სახელდახელოდ გაკეთდა, არამედ იყო გიორგის პიროოვნული სიძლიერე და გაუტეხელობა რომელიც ამ ციხეში სრულ სიბნელეში იმყოფება. და რამაც მე ძალზე გამაოცა, იყო ის რომ მე ყველა კორიდორში ვხედავდი რელიგიის სიმბოლოებს და მამაოებს ჩაცმულს შავებში, მაგრამ როგორ მოხდა ის რომ ამ სასულიერო პირებს ნუთუ არასოდეს გამოუტანიათ ციხის გარეთ ის ამბავი რაც სინამდვილეში ხდება ქართულ ციხეებში ეს იმიტომ ხდება, რომ მთელი სისტემა სიბნელემ მოიცვა. ეს ამბავი ციხის გარეთ გამოვიდა მხოლოდ იმ საქვეყნოდ ცნობილი დოკუმენტური მასალის შამდეგ რაც ტელევიზიით იყო გაშუქებული. მიუხედავად ამისა ყველამ იცოდა ამ ამბის შესახებ პატიმრებმა, ოჯახის წევრაბმა, ადამიანის უფლებების დამცველებმა, მაგრამ შისისგან არავის ხმა არ ამოუღია.
მე ასევე დავინახე ერთ ერთი თანამედროვედ გაფორმებული ტრანსპორანტი რომელიც იყო გამოფენილი ციხის დარბაზში მაზე ეწერა რომ ეს ციხე 2011 წელს იყო თვალსაჩინო ამ ქვეყანაში და აკმაყოფილებდა ყველა პირობას რომელიც კი ევროპის სტანდარტებითაა გათვალისწინებული.
გიორგი ქებურიას გადმოცემიოთ 85 ადამიანი ციხის ადმინისტრაციიდან პირადად იყო ჩართული პატმრების წამებაში. ციხეების თანამშრომლებების დიდი უმრავლესობა ჩართულია ამ უმსგავსოებაში და ისინი ისევ იკავებენ თავიანთ თანამდებობებს. ყველა წამებების ხერხები რომლებსაც ისინი იყენებდნენ ქებურიას წინაარმდეგ თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ თავად ქებურიას და მის თანამესაკნეებს ვინც მასთან ერთად იყო ციხეში მათ არ ეშინიათ რომ თქვან სიმართლე გაგიმხილონ.
მე რამოდენიმე წელია ვცხოვრობ საქართველოში და რაც მე ვნახე ეს არის ის რომ დემოკრატია საქართველოში უფრო მიკი მაუსის დემოკრატიას ჰგავს რომელიც არ არის დემოკრატია. ქრისტიანობის ყველაზე ძირითადი ღირებულება არის სიყვარული და თანადგომა, მარამ ციხის მაგალითმა გვიჩვენა რომ ძირითადი ღირებულება პოლიციის ხელკეტი და ცოცხი ყოფილა და ასევე ერთი ძალიან „ცუდი სიტყვა“.
იმ წუთიდან რაც ის შევიდა ციხეში ის 20 პოლიციელმა სცემა იმის ნაცვლად რომ მისთვის აეხსნათ მისი ადამიანის უფლებეი. როდესაც პატიმარი შედის ციხეში მას პირველად მისი უფლებები უნდა აუხსნან და ციხის წესები. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა ციხეში, საპირისპიროდ, როდესაც ახალი პატიმარი შედის ციხეში მას სცემენ ხელკეტებით აყენებენ შეურაცყოფას და ამცირებენ და ეუბნებიან რომ ის არასოდეს გამოვა ამ ციხიდან ცოცხალი. გიორგის პირადად დაემუქრნენ რომ ის არასოდეს გამოვა ციხიდან. იმის შემდეგ რაც ის პირველად სცემეს, გიორგი 3 დღის განმავლობაში ვერ დგებოდა ლოგინიდან და არ შეეძლო სიარული. 7 დღის განმავლობაში მას არ აძლევდნენ უფლებას რომ ტანზე გამოეცვალა და ტანი დაებანა. რაც ასევე წამების ერთერთი ფორმაა.
გიორგი ქებურია მარტოდ მარტო იყო 100 ადმინისტრაციის წარმოდმადგენელის წინააღმდეგ. მას ისე ეპყრობოდნენ როგორც გარეული მხეცები. ბოლოს ქებურიამ მე მითხრა როდესაც N 2 ოთახს ვტოვებდი: „ვილ ჩვენ ძმები ვართ და ჩვენ გვყავს მამა რომელსაც უყვარვართ და ამ მამის სახელია იეჰოვა და ყველამ ამ ციხეში ახლა უკვე იცის მისი სახელი. და ყველა ის ადამიანი ვინც ეს ჩაიდინა პასუხს აგებს მის წინაშე იმის ჩათვლით ვინც ეს საშინელება დაუკვეთა (მიშა სააკაშვილის პრეზიდენტის ჩათვლით) უფალი ყველაფერს ხედავს“ ღმეთი ჩაანაცვლებს სააკაშვილს, რადგან მან ჩემი მეგობარი აწმა.
დანაშაული რომელიც ამ პატიმრებმა ჩაიდინეს არაფერია იმასთან შედარებით რაც ციხის ადმინისტრაციამ და სახელმწიფომ ჩაიდინა ამ პატიმრების წინააღმდეგ . და ამის შემდეგ როგორ შეუძლიათ მათ დაბრუნდნენ თავინთ სახლში და თვალებში ჩახედონ თავიანთ შვილებს და ოჯახის წევრებს. მე პირადად გაოგნებული ვარ მომხდარის გამო.
და რაც ყველაზე შემაშფოთებელია გურამ დონაძემ(ყოფილმა შსს-ს პრესცენტრის უფროსმა და რეალ ტვ-ს უფროსმა ვისაც ახლო კავშირები აქვს ბაჩო ახალაიასა და ტაკო ახალაიასთან), გლდანის ციხის დირექტორმა უნდა ჩაატაროს რეფორმები იმ ციხეში. ეს ადამიანი ჩართული იყო სანდრო გირგვილანის მკვლელობის და წამების საქმეში. და ეს საქმე ჰგავს მგლის და კრავის ისტორიას. ეს აღნიშნა ამერიკელმა ადმანის უფლებათა დამცველმა - ასეთ პიროვნებას არა აქვს უფლება იმუშაოს საპასუხისმგებლო თანამდებობაძე.
მისი დაკავების 3 თვის შემდეგ იბადება კითხვა რატომ არის ის ამდენ ხანს ციხეში ეს არის მიკი მაუსის ისტორია და არა დემოკრატია. მან აქამდე არ იცის რისთვის არის დაკავებული მასთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ის დაჭერილია მხოლოდ იმის საფუძველზე რომ ვინმე პიროვნებამ მასზე საჩივარი დაწერა და ეს არავის გამოუძიებია.
დაწერილია N 7 გლდანის მონახულების შემდეგ
ვილიამ ვან დერ ვეიდეს ნიდერლანდების სამეფოს მოქალქის მიერ
და ჯეფრი სილვერმანის მიერ
Translated by Joni Simonishivli, et. al.
-- http://www.fastmail.fm - A fast, anti-spam email service.
No comments:
Post a Comment